პოლიციელები ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ს ოფისში არ შეუშვეს

სამართალდამცველები ნიკა მელიას დასაკავებლად ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ შეუშვეს. მათ მელიასთვის განჩინების ჩაბარება და მისი დაკავება სურდათ, თუმცა პოლიტიკოსებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოახერხეს.

“სასამართლოს მიერ გაცემულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც დაევალა შსს-ს, შესაბამისად, გამომძიებლები მოვედით ოფისში განჩინების აღსრულების მიზნით, ვინაიდან ცნობილია ჩვენთვის, რომ მელია იმყოფება ოფისში. კარები ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს”, – თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, რა მოხდება ახლა, მან უპასუხა: “აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება”.

მელიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა მათ უთხრა, რომ განჩინებას თავად ჩაიბარებდა, თუმცა მას განჩინება არ გადასცეს.