უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

უნგრეთი 5 ივნისიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. ინფორმაციას, Reuters უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, და აღნიშნავს, რომ  ეს ნაბიჯი ქვეყანაში უცხოური მუშახელის შემოდინების დარეგულირების პირველი ეტაპია.

პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტია ტიზამ, რომელმაც 12 აპრილს არჩევნებში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა, ივნისიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მუშახელის მიღების, ანუ, მათთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეწყვეტა დააანონსა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელი მუშაკები უნგრეთის სამუშაო ძალის  2%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთი სექტორი კი,  განსაკუთრებით მომსახურებისა და წარმოების სფეროები მთლიანად დამოკიდებულია მათზე.

მთავრობის სპიკერმა ვანდა სონდმა თქვა, რომ ხელისუფლება უცხოელი მუშაკების დასაქმების შესაძლებლობებს გაამკაცრებს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასებზე ზეწოლას ახდენენ და მათ შემცირებას უწყობენ ხელს.