ამერიკის პოზიცია აბსოლუტურად ცხადია. სტრატეგიული პარტნიორობისთვის საქართველო უნდა იყოს სტაბილური ქვეყანა. ამის გარეშე, ზედმეტია ლაპარაკი რაიმე წინ გადაგმულ ნაბიჯზე.

სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე, უბრლაოდ გამორიცხულია. დემოკრატია კი ჩვენი დასაბრუნებელია. ამასთანავე, გამორიცხულია ივანიშვილის სტატუს კვოს მიღება. სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ და ვიბრძვით, სანამ ჩვენ არ ვნებდებით, ვერანაირი არადემოკრატიული სტატუს კვო ვერ დამყარდება და ვერც ჩვენი პარტნიორები მიიღებენ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ნათელია – ვიბრძვით ბოლომდე დემოკრატიისა და თავისუფლების დასაბრუნებლად.

რაც შეეხება, საუბარსა და კამათს იმაზე, თუ ოპოზიციის რომელ ტაქტიკას ემხრობა ამერიკა, უბრალოდ სასაცილოა. ამასთანავე, კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. დღეს ჩვენ გვყავს ორი დიდი პარტნიორი ამერიკა და ევროკავშირი, რომელთა მოქმედებებშიც გარკვეული ტაქტიკური განსხვავებები არის, ეს ჩვენ გვაძლევს გარკვეულ უპირატესობას და შესაძლებლობას, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა და ევროპა ერთი საერთო ტრანსატლანტიკური ფასეულობების სივრცეა, დღეს ტაქტიკური განსხვავება ნამდვილად არის და ეს განსხვავება ჩვენს ბრძოლაში შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ. ვუბრუნდებით მთავარ ამოცანას – ჩვენს ნაცვლად არავინ იბრძოლებს, ჩვენს ბრძოლაში ყველა დაგვეხმარება!

წერს ელენე ხოშტარია.