მოითხოვენ, დავტოვოთ თანამდებობა – გორის მერის 2 მოადგილე გახარიას გუნდს შეუერთდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ – ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს და გახარიას გუნდს შეუერთდნენ. მათი თქმით, პოსტების დატოვება აიძულეს.

„მინდა გავაკეთო განცხადება და გაცნობოთ, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და ვტოვებთ ამ თანამდებობებს. მმართველ პარტიას კი მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც უკვე აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. ჩვენ, გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა გორის მერის კიდევ ერთმა მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა.

„დაჟინებით მოითხოვენ, დავტოვოთ თანამდებობა. ჩვენ დავტოვებთ თანამდებობებს, უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, ჩემს გორელებს – ჩვენ ვრჩებით თქვენს სამსახურში, თქვენს გვერდით, ჩვენ ვუერთდებით ბატონ გიორგი გახარიას გუნდს, მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პაატა ივანიშვილმა.

გახარიას გუნდმა ქართული ოცნება მათ მხარდამჭერებზე ზეწოლაში 27 აპრილს დაადანაშაულა. 

“ნოვავაქსის” ვაქცინამ ამერიკული კვლევებით 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა

"ნოვავაქსმა" ბოლო სტადიის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკაში ჩატარებული ცდების თანახმად, კომპანიის ვაქცინა კოვიდ-19-ის და...

ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა – ელისაშვილი გიორგი ვაშაძეზე

"ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა "-ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  „პალიტრანიუსის“...

ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას – მეუფე ნიკოლოზი ომბუდსმენზე

"ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას"- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო...

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,...

ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი – გვარამია კახა ბექაურზე

"ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი "- აცხადებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი...

მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას – ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი განცხადება

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა...

შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ...

უნდა განვიხილოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი,ეს გააცამტვერებს პუტინის გეგმებს – შაჰინი

"სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

“ნოვავაქსის” ვაქცინამ ამერიკული კვლევებით 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა

"ნოვავაქსმა" ბოლო სტადიის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკაში ჩატარებული ცდების თანახმად, კომპანიის ვაქცინა კოვიდ-19-ის და მისი მრავალი ვარიაციის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტურია. კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...