“სააკშვილს არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება“–ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომელიც მან ტელეეთერით გააკეთა. მისი თქმით, ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ენმ, ან საქართველო დაიღუპება.მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას, არ სჯერა “პარტიების და პარტიუკების”.

ზურაბ ჯაფარიძე სააკაშვილის განცხადებებს ფეისბუქზე პასუხობს:

“პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართვა ვნახე ტვ პირველზე

ა) არანაირი კოალიციური მთავრობა არ იქნებაო

ბ) ეს არის ჩემსა და ივანიშვილს შორის ბრძოლა, სხვა არაფერიო

ოპოზიციური პარტიების თანმდევი კომენტარებიც მოვისმინე, ყველა არ იყო, და რაც იყო, მოზომილი მომეჩვენა

ჰოდა, ჩემი აზრით სიმართლე უნდა ითქვას:

1. ოპოზიციური პარტიები ჩუმად ან მოზომილი არიან, იმიტომ რომ ა) ნაციონალური მოძრაობის სიაში ზიან ან ბ) ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში არიან ან გ) ნაციონალური მოძრაობის ხმები სჭირდებათ მათ მაჟორიტარებს (სადაც შეთანხმებული კანდიდატებია) ან დ) ფიქრობენ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკით ოპოზიციურ ფლანგს დააზიანებენ. მე არ გავჩუმდები არც ერთი ამ მიზეზის გამო, თუნდაც ეს დამიჯდეს დიდუბე-ჩუღურეთში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის დაკარგვად.

2. პრეზიდენტ სააკშვილს არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება. მეტიც, მას არ სურს ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხოს ივანიშვილი მის გარეშე. ერთადერთი რაც მას ამოძრავებს არის ძალაუფლების წყურვილი. ‘საერთოდ არ მინდა თანამდებობა’, ‘მხოლოდ 2 წელი ვიქნები პრემიერი’ და მსგავსი განცხადებები არის იაფფასიანი ბლეფი, რომელსაც მის პარტიაშიც კი არავინ ჭამს

3. ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის, პასუხისმგებლობაა დღეს რომ ერთი მხრივ ივანიშვილის მმართველობა დავასრულოთ და მეორეს მხრივ არ დავუშვათ ძალაუფლების ისევ პრეზიდენტ სააკაშვილის (ან ვინმე სხვის) ხელში კონცენტრაცია. ესაა დღეს მოქალაქეთა უმრავლესობის დაკვეთა, იმათი დაკვეთა ვინც პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა თვეების განმავლობაში რუსთაველზე. რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუსრულებელი. ამისთვისაა საჭირო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რაზეც ვთანხმდებით პარტიები და რაც შეუძლებელს გახდის ერთპიროვნულ მმართველობას. და ამას უნდა ვუხსნიდეთ 24 საათი ამომრჩეველს

4. ესაა ის მოცემულობა რომელშიც ვოპერირებთ, და აქ დასამალი არაფერია. პირიქით, თუ ამ არჩევნების მართლა მოგება გვინდა და მართლა ვაპირებთ ამ ქვეყნის ფუნდამენტურად შეცვლას (გირჩს ეს უნდა, სხვა არაფერი), მაშინ სიმართლის ხმამაღლა ლაპარაკი არის ერთადერთი სწორი გზა“– წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი- მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსმა ხმა წაართვა

"მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი"-  ამის შესახებ მომღერალმა სოფო გელოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს მე...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18:47 საათზე, საქართველოში მიწისძვრა...

კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა – სააკაშვილი

"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს...

“ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი“–ქართული ოცნების პიარ მრჩეველი

ქართული ოცნების პიარ მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლების აყვანის ფაქტს ფეისბუქ...

ჩვენი ურთიერთობები კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია- ალიევი საქართველოზე

ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ...

მივიღეთ პირობა, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება – რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელისა და ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის თქმით, 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს....

როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ თანხა თავდამსხმელს – ვიდეო

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ თანხა ზუგდიდში...

გლდანის ციხის საკარანტინე სივრცეში ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

გლდანის #8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. პენიტენციური სამსახურში  აცხადებენ, რომ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო