სკანდალის გამო პოპულარულმა პორნოსაიტმა ვებგვერდიდან მილიონობით ვიდეო წაშალა

ვებგვერდმა Pornhub –მა ვიდეოების უმრავლესობა წაშალა და ყველა გადაუმოწმებელი ვიდეოს ატვირთვა შეაჩერა იმ დავების ფონზე, რომლებიც მისი კონტენტის უკანონობას ეხება.

მსოფლიოში ერთ–ერთმა უმსხვილესმა საგადამხდელო პროვაიდერმა, Mastercard–მა გასულ კვირას სკანდალის გამო ვებგვერდზე მისი ბარათებით გადახდა აკრძალა.

გამოცემა New York Times–მა ვებგვერდი იმაში დაადანაშაულა, რომ ის არასულწლოვნებზე ძალადობის და გაუპატიურების ვიდეოებით არის “ინფიცირებული“.

პორნჰაბი აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული ახალი ზომები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ნებისმიერი სოციალური ქსელის პლატფორმისა.

ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ საიტზე მხოლოდ ის ვიდეოები რჩება, რომლებიც კარგად შემოწმებული კონტენტ პარტნიორების მიერ არის ატვირთული და რომლებშიც მათი სამოდელო პროგრამის წევრები მონაწილეობენ.

საიტის კონტენტის დიდი ნაწილი აქამდე თანამეგობრობის გადაუმოწმებელი წევრების მიერ იტვირთებოდა. ახალი პოლიტიკის შედეგად კი საიტიდან მილიონობით ვიდეო წაიშალა.

პორნჰაბი ასევე ამტკიცებს, რომ ის იმ ორგანიზაციების სამიზნეა, რომლებსაც პორნოგრაფიის განადგურება უნდათ და არა მისი არსებითად შეფასება და გაფილტვრა.

Pornhub–ის ბოლო ნაბჯს წინ უძღვოდა პორტალის მცდელობები, გადაეწყვიტა ის დავები, რაც New York Times–ის სტატიას მოჰყვა.

საიტი იტყობინება, რომ “საეჭვო ვიდეოები“ ჯერჯერობით არ წაუშლია და უბრალოდ ონლაინ სივრციდან მოხსნა, სანამ ყველა მათგანი შესაბამის შემოწმებას გაივლის.

ვებგვერდი აცხადებს, რომ მუდმივი მომხმარებლების შემოწმების სისტემას ახალი წლიდან  დანერგავს.

“ ეს იმას ნიშნავს, რომ Pornhub–ის ყოველი ვიდეოს დადება მხოლოდ გადამოწმებული მომხმარებლისგან ატვირთვის შემთხვევაში მოხდება, ეს კი სხვა არცერთ პლატფორმას არ აქვს, მათ შორის არც ფეისბუქს, ინსტაგრამს, ტვიტერს და სხვებს“ – ამბობს საიტის წარმომადგენელი.

ჟურნალისტ ნიკოლას კრისტოფერის სტატიაში ნათქვამი იყო, რომ საიტზე იძებნებოდა ათასობით ვიდეო, რომლებშიც არასრულწლოვანი გოგონები მონაწილეობდნენ. მან რამდენიმე გაუპატიურების და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გოგოს ისტორიაც მოიყვანა, რომლებმაც ინტერნეტში საკუთარი შეურაცხმყოფელი მდგომარეობის ამსახველი ვიდეოები იპოვნეს.

მანამდე იყო ბიბისი–ს გამოძიება ქალის საქმეზე, რომელმაც აღმოაჩინა ვიდეო, რომელზეც 14 წლის ასაკში მისი გაუპატიურება იყო ასახული.

სტატიაში ჟურნალისტმა დასვა კითხვა, რატომ არ ბლოკავდნენ სოლიდური ბანკები, საძიებო  და საბარათე სისტემები პორნჰაბს, რომელიც უკანონო კონტენტით ვაჭრობდა. მაგალითად მან Mastercar მოიყვანა.

Mastercard –მა გამოძიება დაიწყო და მალევე გადაწყვიტა Pornhub–თან ურთიერთობა გაეწყვიტა. მისი ბარათებით საიტზე გადახდა გასული კვირიდან შეუძლებელი გახდა.  ანალოგიურ გამოძიებას ატარებს Visa.

ამ ნაბიჯებმა შესაძლოა კომპანიას დიდი დარტყმა მიაყენოს. მართალია, მისი გამოყენება უფასოდაც შეიძლება, მაგრამ საიტი ექსკლუზიურ კონტენტსა და მაღალი ხარისხის ვიდეოში თვიურ სააბონენტოს – 9,9 ფუნტ სტერლინგს იღებს.

ვებგვერდის მფლობელმა კომპანიამ , MindGeek–მა განაცხადა, რომ მათ მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმცა მაინც იძულებული გახდა საიტზე მაშტაბური წმენდა დაეწყო.

ბოლო წლიურ ანგარიშში პორნჰაბი აცხადებდა, რომ 2019 წელს მის საიტს 42 მილარდი ნახვა ქონდა და 6.83 მილიონი ვიდეო აიტვირთა.

ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა....

“ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება..” – თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში...

“ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება. რომელი გამოქვაბულიდან გამოხვედი?“ - თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე...

ძაან რთულადაა ჩერგოს საქმე, ქოცების ყველაზე თამამ ფანტაზიებსაც სცდება – ელისო კილაძე თამარ ჩერგოლეიშვილზე

"ძაან რთულადაა ჩერგოს საქმე, ქოცების ყველაზე თამამ ფანტაზიებსაც სცდება"- ამის შესახებ  ჟურნალისტმა ელისო კილაძემ...

გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე – თურნავა

"ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე. ტურისტებზე, ვინც მხარჯველუნარიანია" -ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია...

ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, კობახიძეს, არც სხვას – სამადაშვილი

ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, არც კობახიძეს და არც სხვას, როგორც დღეს...

აქტივისტები კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და საპროტესტო მსვლელობას მართავენ

აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი პარლამენტის...

მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია ისევ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე – რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით...

"მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია ისევ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე"- მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში მომღერალის...

თენგიზ ცერცვაძე თვლის რომ საპროტესტო აქციების ნაწილს პოპულისტური მოთხოვნები აქვთ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ  მოსახლეობის მოთხოვნა ეკონომიკის...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო