სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

სომხეთის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, შუშანა სტეპანიანის განცხადებას ეყრდნობა, ცეცხლის შეწვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან [ამოქმედდა 12:00 საათზე] 5 წუთში, აზერბაიჯანულმა ძალებმა [12:05 საათზე] თავდასხმა განახორციელეს ტერიტორიაზე, რომელსაც “ყარაღანბეილის” უწოდებენ.

“არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები იღებენ შესაბამის ზომებს მტრის შეტევის შესაჩერებლად”, – თქვა სტეპანიანმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი და სომხეთი, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.