“ძალადობის მსხვერპლი მეც გავხდი 9-10 წლის ასაკში“–ნინია კაკაბაძე საკუთარ ისტორიას იხსენებს

ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “მე-17 სართული” სექსუალურ ძალადობაზე საუბრისას საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მას 9-10 წლის ასაკში შეემთხვა.

 

“ძალადობის მსხვერპლი მეც გავხდი 9-10 წლის ასაკში. ჩვენ ვცხოვრობდით სოლოლაკში, ძველ ბინაში. ორი ბინა გვქონდა და ერთ-ერთს ვაქირავებდით, სადაც ცხოვრობდნენ პარტნიორები, ვერ ვიხსნებ ცოლ-ქმარნი იყვნენ თუ  არა, მგონი არ იყვნენ. ეს მამაკაცი იყო მაშინ შამპან-კომბინატის დირექტორი, რომელთანაც საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მის მეუღლესთან მეგობრობდა დედაჩემი, მეც პატარა ვიყავი და დედასთან ერთად თითქმის ყველგან დავდიოდი.  ერთხელ ამ კაცმა მოტყუებით, შოკოლადებით თუ რაღაცით, გინდა თუ არა შემოდიო ბინაში, რომელიც ჩვენი იყო და ისინი ცხოვრობდნენ.
9-10 წლის ასაკში მე არანაირი ცოდნა არ მქონდა, მაგრამ მახსოვს, რომ დედაჩემთან შევედი და ვუთხარი, რომ ეს რუდიკო (რუდოლფი ერქვა) მეძახის-მეთქი და ძალიან გთხოვ ცოტა ხანში დამიძახე, გამოვიდე-თქო, იმიტომ, რომ არ მომეწონა ისე მეძახდა. ერთი სიტყვით, შევედი და ამ რუდიკომ რაღაც შოკოლადი შემომთავაზა და მერე მითხრა, მოდიო, კალთაში ჩამიჯექიო, ისეთი პატარა ხარ, რომ ვერ ეუბნები არას, ჯერ ზურგზე მომისვა ხელი და უკვე რომ არ მესიამოვნა და ვდგებოდი, მითხრა ტუჩებში მაკოცნინეო…(ამ დროს ვიყავი 9-10 წლის, მამაჩემი გარდაცვლილი იყო). ეს რომ მითხრა, წამოვხტი და მოვარდა კართან და მახსოვს, რომ გადარაზა ეს კარი…დედის ინსტიქტმა მაინც თავის ქნა და საერთო კარები, რომ გქვონდა იქედან მომიკაკუნა და დამიძახა. ამ დროს ამ კაცს თითქოს ცივ წყალს რომ გადაასხამ ისე დაემართა და გამიშვა. შევედი თუ არა დედასთან, იმ წუთასვე ვუთხარი, ხოდა, რუდიკოს ძალიან ცუდი ბედი ეწია. დედა შეუვარდა და ქუჩაში გაყარა. მე არ მქონდა ის მომენტი, რომ ეს არ მეთქვა, რადგან ბავშვისთვის განსაკუთრებული სტრესია, როცა ამას ინახავენ…დიდი ხნის განმავლობაში ჩამესმოდა ხმა, ტუჩებში მაკოცნინე” – თქვა ნინია კაკაბაძემ.

პოლიციელმა ბორკილები ჩაარტყა – აქტივისტი, რომელიც შსს-თან აქციაზე დააკავეს, ნაცემია

აქტივისტი, რომელიც დღეს, შინგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, ნაცემია, მას პოლიციელმა დაკავებისას, მანქანაში,...

წულუკიანმა კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ე.წ. კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა. ის დღეს,...

კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა – ზურაბ ცინცქილაძე

"კაცი თუ რამე ავს გააკეთებს, ცხადია, ქალის დიდი ბრალეულობაა "- ასე ეხმაურება, მსახიობი ზურაბ...

იყო ჩემი ცემის ფაქტი – ირმა შარიქაძე ძალადობის შესახებ პირველად ალაპარაკდა

"იყო ჩემი ცემის ფაქტი"- ნინუცა მაყაშვილის შემდეგ, დიზაინერი და ფოტოგრაფი, ირმა შარიქაძე, პირველად ტელეკომპანია...

ღარიბაშვილი: ავღანეთს ქართველი ქვედანაყოფები სექტემბრამდე დატოვებენ

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა ავღანეთში 860 ქართველი სამხედრო მსახურობს, რომლებიც მისიას...

უკრაინაში ავარიას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მათ ზუგდიდში, სავარაუდოდ, ზეგ...

იონათამიშვილი გახარიას გუნდზე: მორალურად სწორი იქნება, მანდატებიც დატოვონ

ქართული ოცნების წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მორალური იქნება, თუ გახარიას გუნდის წევრები მმართველი...

ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან – ცერცვაძე

ჩვენ ვდგავართ მესამე ტალღის მისადგომებთან, მესამე ტალღის საწყის ფაზაზე , - ამის შესახებ თბილისის...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო