ძალიან შეურაცხმყოფელი იყო – “რიონის ხეობის მცველებმა” მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს

“რიონის ხეობის მცველებმა”მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც მათ მხარდასაჭერად ადგილზე ჩავიდა,  აქციაზე არ მიუშვეს და უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური გემოვნება აქციაზე მყოფი ნაწილისთვის მიუღებელი იყო. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამის გამო ბოდიში მოუხადეს, თუმცა მაჩალიკაშვილი ამის შემდეგ აქციაზე არ დარჩენილა. მისთვის გაუგებარია რატომ მოუწოდებენ, რიონის ხეობის მცველები ადგილზე ჩასვლისკენ მოსახლეობას შემდეგ კი არჩევენ, ვინ უნდა მივიდეს და ვინ – არა.

“გუშინწინ საღამოს, კომენდანტის საათის დაწყებისას რიონის ხეობაში ჩავედი. როცა წინა საღამოს ტელევიზორში კადრები ვნახე, სადაც დედები სპეცრაზმს თხოვდნენ, რომ შეტაკება არ დაწყებულიყო, წასვლა გადავწყვიტე. ამ სურათმა ჩამიყვანა ადგილზე. სანამ ჩავიდოდი, უკვე იცოდნენ, რომ მივდიოდი და შორიდანვე რომ დამინახეს, “რიონის ხეობის მცველებს” სამი პირი გამოეყო და ჩემსკენ გამოემართნენ. მითხრეს, თქვენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ხართ და ზოგიერთისთვის თქვენი აქ ყოფნა მიუღებელიაო.

ჩემთვის ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. როცა ჩემზე ამბობენ, ნაციაო, მე ეს არ მწყინს. გარდა მმართველი პარტიისა, მე ყველასთან ვთანამშრომლობ. თუმცა, არც იმას ვამბობ, რომ ქართულ ოცნებაში მყოფი პირები ან მხარდამჭერები ჩემი მტრები არიან, მმართველ პარტიაში ძალიან ბევრია, ვისაც პატივს ვცემ. მე პრობლემა იმ ადამიანებთან მაქვს, ვინც შვილი მომიკლა, თორემ არ გავბოროტებულვარ და ყველას პასუხს არ ვთხოვ. ჩემი გზა ჯოჯოხეთურია, მაგრამ ღმერთის ნებით ვუძლებ…

მე ძალიან ბევრმა დამიჭირა მხარი, მეც თავს ვალდებულად ვგრძნობ აქციებზე მივიდე და მეც მათ მხარი დავუჭირო. შესაძლოა, რიონის მცველებს ჩემი პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ კიდეც, მაგრამ ასეთ მომენტებში მოთმინებას არ ვკარგავ და როცა ნახეს, რომ უკან ვბრუნდებოდი, ბოდიში მომიხადეს, მაგრამ მე ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი…

ჩემი დაკვირვებით, აქცია მართულია. ვფიქრობ, ქართული ოცნების ორი კლანი იბრძვის, ნაწილი ჰესის მშენებლობის მომხრეა, ნაწილი – მოწინააღმდეგე, მე ვიცი კონკრეტულად ეს ადამიანები, მაგრამ ახლა, ამაზე არ ვისაუბრებ.

არ მესმის “რიონის ხეობის მცველების” ერთი მხრივ, ხალხს ჩასვლასა და მხარდაჭერას თხოვენ და მეორე მხრივ, არჩევენ, ვინ უნდა მივიდეს და ვინ – არა. არ მესმის ადამიანების, ვინც ამ ყველაფერს ვიწრო პარტიულად უყურებს, როცა საქმე საქართველოს მიწა-წყალს ეხება. რა გამოდის? რიონის ხეობა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლის არ არის? ხეობა საქართველოსი არ არის თუ მხოლოდ მცველებისაა?არ მესმის ასევე, პოლიტიკურ განცხადებებს რომ გმობენ, თან ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ვერ ხვდებიან, რომ მათი განცხადებები თავისთავად პოლიტიკურია? ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკა, რასაც ითხოვენ…” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის რიონის ხეობის მცველებმა აქციიდან გააძევეს, არის სიცრუე და სპეკულაციას უწოდებს. ის ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მან დაურეკა მალხაზ მაჩალიკაშვილს, გააცნო “რიონის ხეობის მცველების” პოზიცია და მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა.

წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სისტემაში გაივლიან

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან....

კახიშვილი: ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, გამოვფხიზლდეთ

"ქართული ოცნების" დეპუტატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებაა, ამიტომ ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს, სანამ...

შესაძლოა კახა კახიშვილმა “ქართული ოცნება” დატოვოს

უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ქართული ოცნება დატოვოს. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდიდან...

საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს: შესაძლოა, ტერორის მიზნით თქვენთან ზარი შემოვიდეს

ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებით, შესაძლოა, ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს ტერორის მიზნით დაურეკონ, ან შეტყობინება გაუგზანონ,...

თბილისის 60 ქუჩა, რომელსაც ხვალ 18 საათით წყალი შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, 14 მაისს, წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურზე...

ჯაფარიძე: არიან პოლიტიკოსები, ვისთვისაც მომგებიანია, ხელახალი არჩევნები არ ჩატარდეს

"მთავარი კითხვა ახლა ოპოზიციურ ფლანგზე არის ის, თუ რომელი ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები...

ბარამიძე: რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე ამბობს, რომ მისი პარტია არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა...

ჯაფარიძე: არ მაქვს სურვილი, ფრაქციულ მუშაობაში ან საპარლამენტო რუტინაში გადავეშვა

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ფრაქციულ მუშაობაში ჩართვის სურვილი არ...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...