ანაკლიის პორტის გაჩერება არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა – ხაზარაძე

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის გაჩერება არის დანაშაული ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა. ხაზარაძე პირობას დებს, რომ პორტი მაინც აშენდება.

“თავის დამქაშებთან ერთად საუკუნის პროექტი ჩააგდო. ყველანაირი მეთოდით ეცადა, რომ ჩირქი მოეცხო ამ იდეისთვის და პირადად ჩვენთვის, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. მე მას ვპირდები, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის კარიბჭე მთელ მსოფლიოში,”– ამბობს ხაზარაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბევრი ეკონომიკური პროექტი გააჩერა, რამაც ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანა.

საქართველოს მთავრობამ ხანგრძლივი დავის შემდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 9 იანვარს გაწყვიტა.