ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობაგანვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძეს თანამდებობიდან გადადგომისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მისივე კოლეგა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოუწოდებდნენ იმის გამო, რომ მან ღიად გადადგა ნაბიჯები პოლიტიკაში და ამით კანონი დაარღვია, რადგან იუსტიციი საბჭოს წევრს პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. ანა დოლიძე ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა დღეს თანამდებობა დატოვა.

დოლიძე განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის.