არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას აზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს არაფერი აქვს ეპიდემიის შესაჩერებლად.

“აგერ ბატონო, ფხაკაძე გაფრთხილებთ მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთმლანძღავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ. ჩემი თუ არ გჯერათ ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში. თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე.

დავიღალე ოღონდ მართლა. არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში. ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისებლური მორწმუნეობა და ყველაფერი შეფუთვა პოლიტიკურ ფერში, დავიღალე.

PS: დაგვერხა, თან ძაან მაგრად“,- წერს გიორგი ფხაკაძე Facebook–ზე.

ცნობისთვის, ჩეხეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7798 ადამიანს დაუდასტურდა, 84 ადამიანი კი გარდაიცვალა.