არჩევნები სომხეთში – პრემიერმინისტრობის კანდიდატის მანქანას ესროლეს

სომხეთში, პრემიერმინისტრობის კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის ავტომანქანას ესროლეს.

ამის შესახებ ის Facebook–ზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს. სროლის დროს მანქანაში არავინ იყო.

“ჩემს მანქანას ესროლეს. როცა მკვლელები, ქურდები და მაფიოზები თავისუფლები არიან და მეტიც, არჩევნებში მონაწილეობენ, მსგავს ინციდენტებს თავიდან ვერ ავიცილებთ”. – ამბობს ბაბაჯანიანი.

პოლიციის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 9:30 საათზე მოხდა.

დღეს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება. არმან ბაბაჯანიანი ბლოკის, სახელწოდებით “შირინიან-ბაბაჯანიანი – დემოკრატების ალიანსი” კანდიდატია.