არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ მონა არ ვიყავი – ოქრიაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ არ ვიყავი მონა, – განაცხადა პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა.

“მე არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ არ ვიყავი მონა. შეიძლება, ყველა არ არის იქ მონა, იმიტომ რომ… არა მარტო მე განმდევნა ქართულმა ოცნებამ, განდევნა ეკა ბესელია, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდა, საუკეთესო პარლამენტარები განდევნეს იმ გუნდიდან, უფრო ადრე დავით უსუფაშვილი განდევნეს, მათი მოკავშირე პარტიების წარმომადგენლები, კარგი პოლიტიკოსები განდევნეს”, – თქვა ოქრიაშილმა.