აფეთქებიდან 1 თვის შემდეგ ბეირუთის პორტში ხანძარია (ვიდეო)

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ერთი თვის წინ მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, პორტში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საბურავების და საწვავის საწყობს გაუჩნდა.

ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხორციელდება, ჩაქრობის ოპერაციაში სახანძრო მანქანები და ვერტმფრენები არიან ჩართული. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არიან თუ არა დაშავებულები ან გარდაცვლილები.

4 აგვისტოს ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაიცვალა სულ მცირე 100 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 300 000, დაშავებულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა. აფეთქების მიზეზი პორტის საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა.