“აქ მოყვანილი რეკომენდაციები პაციენტებისთვის სიკვდილის საფრთხეს შეიცავს“– ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის სახელით ცრუ რეკომენდაციები ვრცელდება.

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს და ზურაბ გურულთან ერთად ბოლო დროს ხშირად წერს ფეისბუქზე რეკომენდაციებს კორონავირუსით დაინფიცირებულთათვის, სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისი და ზურაბ გურულის სახელით ვრცელდება რეკომენდაციები, რომლებიც პაციენტებისთვის სიცოცხლის რისკის შემცველია:

“აი ასეთი უბოროტესი არსებებიც დაირებიან დედამიწაზე. თან, რა თქმა უნდა, ხატების კუთხე აქვს მოწყობილი ფეისბუკზე. ეს არის უბოროტესი, შეგნებული თუ შეუგნებელი მცდელობა მკვლელობის. აქ მოყვანილი რეკომენდაციები პაციენტებისთვის სიკვდილის საფრთხეს შეიცავს. სააგენტოებს ძალიან ვთხოვ, სასწრაფოდ გაავრცელეთ ამ ბოროტმოქმედზე ინფორმაცია, რომ მცდარი რეკომენდაციებით პაციენტები არ იმსხვერპლოს. ჩემს მეგობრებსაც გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი რომ მართლა არ მოინდომოს ვინმემ ამ საშინელებების გათვალისწინება.
ჩემი სახელით, სხვა გვერდზე გავრცელებული ნებისმიერი რეკომენაცია იქნება ყალბი. არ ვთანამშრომლობ არავისთან გარდა covaider-ისა. არც ერთი სააგენტოს, გვერდის ან პიროვნების მეშვეობით არ ვავრცელებ ინფორმაციას. ჩემი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე იდება მხოლოდ ჩემს პირად ფეისბუკ გვერდზე და პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე რასაც მე თვითონ ვავრცელებ.“– წერს ნანა გეგეჭკორი.

სტატუსის კომენტარებში მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურულიც წერს, რომელიც თვლის, რომ ეს შემთხვევითი არ არის:

“ეს არ არის ამ საცოდავი არსების თვითშემოქმედება.
ვიღაც იყენებს ამ ფსიქიურად დაავადებული ადამიანის ფოტოს და იდენტობას.
რამდენიმე დღის წინ, შიდსის ცენტრის საიტზე დადებული მორიგი სამარცხვინო პასკვილის ქვეშ, სადაც შეპასუხება ვცადე, იმწამს გაჩნდა ოფიციალური ტროლების რაზმი და ერთერთმა მათგანმა ძალიან საინტერესო პოსტი დადო : – გავა ცოტა ხანი და დამტკიცდება, რომ შენი რეკომენდაციები სახიფათო და არასწორია და რომ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა კიდეცო -. მაშინვე მივხვდი რა იქნებოდა მორიგი სვლა.
ძალიან ბინძურები და დაუნდობლები ხართ!
ფსკერს გაცდით კარგა ხანია.
მოგეკითხებათ!“– ამბობს გურული.