აშშ-ის სანქციების გამო ირანის იმპორტი საქართველოში 21%-ით შემცირდა

საქართველოში ირანული პროდუქციის იმპორტი 2021 წელს კიდევ უფრო შემცირდა. წელიწადი და ოთხი თვეა საქართველოში გზები ძირითადად აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ბიტუმით იგება. მანამდე საქართველოს ბიტუმის ბაზარზე მთავარი მოთამაშე ირანი იყო.

2009–2019 წლებში ირანმა სქარათველოში 378 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიტუმი გაყიდა.2020 წლიდან თბილისმა აშშ–ს სანქციების გამო ირანიდან ბიტუმის იმპორტი შეზღუდა.

ირანი ნავთობროდუქტებით ვაჭრობაზე სანქციების მოხსნას ითხოვს, მათ შორის საქართველოშიც. 2020 წელს ბიტუმის აკრძალვამ ირანის იმპორტი 187 მილიონი დოლარიდან 40 მილიონამდე შეამცირა.

2021 წელს საქართველოში შემოსული სანავთობო ბიტუმის 88% უკვე აზერბაიჯანზე მოდის.ბიტუმის საკითხი თბილისში, იანვარში, უშედეგოდ განიხილა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფიმ.

ამ პროდუქტს ირან–საქართველოს შორის ვაჭრობაში ყველაზე დიდი წილი უკავია.

ირანულ ნავთობპროდუქტებზე შეზღუდვის მოხსნა აშშ–ს მხრიდან სანქციების შემსუბუქებაზეა დამოკიდებული. თავის მხრივ კი, ირანულ პროდუქციაზე აშშ-ის და მოკავშირეების სანქციების მოხსნა თეირანთან ბირთვული შეთანხმების მომავალზეა დამოკიდებული.

ამჟამად დასავლეთსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის მომავალზე რთული მოლაპარაკება მიმდინარეობს.

წყარო: ამერიკის ხმა