“უპირველესი, რაც უნდა გავარკვიოთ და გვითხრეს ამ რეზოლუციით არის ის, რომ საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი იქნება მიღებული და სანამ ეს კანონი იმოქმედებს. ამ გზით, საქართველო ვერცერთი ნაბიჯით ვერ დაუახლოვდება ევროკავშირს – არ გაიხსნება მოლაპარაკეების ეტაპი, არამხოლოდ ეს ეტაპი იქნება წარუმატებელი, არამედ საერთოდ არ გაიხსნება.[…] უფრო მეტიც, რაც, ალბათ, ყველაზე მწვავეა იმ დასკვნებიდან რომლებიც ამ რეზოლუციიდან უნდა გამოვიტანოთ. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის საკითხი, რაც შესაძლოა, დამთავრდეს იმით, რომ ყველა ქართველი დაკარგავს შესაძლებლობას უვიზოდ გაემგზავროს ევროკავშირის ქვეყნებში. კიდევ უფრო უარესია ის, რომ ყველა ქართველი, ვინც იმყოფება ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე, იქნება დეპორტირებული, როგორც კი სავიზო რეჟიმი შეიცვლება.

ესა არის სრული კატასტროფა და იზოლაცია ჩვენი ქვეყნისთვის. ერთადერთი მიმართულება, საითაც ჩვენ შეუფერხებლად შევძლებთ ვიმოგზაუროთ, არის რუსეთი. მაგრამ ეს მიმართულება ამ ქვეყანაში არ სჭირდება არც ერთ მოქალაქეს, გარდა ქართული ოცნებისა და მისი მომხრეებისა”,

ამის შესახებ, პარტია ახალის თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.