ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის ბოლომდე გამოვა გაყიდვაში. თუმცა, სათაურიდან გამომდინარე ეს არა ერთი წიგნი, არამედ  მთელი სერია იქნება.

არანაკლებ სკანდალურად ცნობილი მეგან მარკლის მამა კი, რომელთან ურთიერთობა მეგანმა დიდი ხანია შეწყვიტა, აცხადებს, რომ ქალიშვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. ტომას მარკლის თქმით ფილმში შევა აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეოები და მეგანის ბავშვობის ფოტოები. სიუჟეტი მეგანის კალიფორნიაში გატარებულ ბავშვობაზე, მსახიობის კარიერის საწყის ეტაპსა და მისი კარიერის პიკზე – სერიალ ფორს მაჟორში მონაწილეობაზე. სავარაუდოდ ფილმი ამ წლის ბოლომდე გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ტომას მარკლს წარმატებული ოპერატორის კარიერა ჰქონდა და არაერთ სერიალზე მუშაობდა. სწორედ მისმა პროფესიამ განაპირობა დიდწილად კინოინდუსტრიაში მეგანის მომავალი.

2018 წლიდან მამა–შვილს ურთიერთობა აღარ აქვთ. მიზეზი ტომას მარკლის მრავალრიცხოვანი ინტერვიუები გახდა, რომლებშიც კონფიდენციალობა დაარღვია, ასევე სხვადასხვა ქმედებები, რომლებიც სასექსის ჰერცოგის მეუღლის მხრიდან პიარის კეთების სურვილის კვალიფიკაცია მიიღო და რასაც მისი მხრიდან სასამართლოში სარჩელი მოჰყვა. ტომას მარკლი არ დაპატიჟეს პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილში, დღემდე არ უნახავს შვილიშვილი არჩი, რომელსაც მაისში ორი წელი შეუსრულდება.