ახალციხეში ცოლ-შვილზე მუქარის ბრალდებით 49 წლის კაცი დააკავეს

ცოლ-შვილის მიმართ მუქარის ბრალდებით ახალციხეში 1971 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ო.კ.-ს და არასრულწლოვან შვილს – 2003 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”,- წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.