ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროები შევამოწმეთ – ბექა ფერაძე

“ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროები შევამოწმეთ” – შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბაკურიანში საოჯაცო სასტუმროების მფლობელებს, კერძო გამქირავებლებს ბინების გაქირავება აუკრძლეს და მოსთხოვეს, სტუმრებს ბაკურიანი 17 იანვრის ბოლომდე დაეტოვებინა.

“ბაკურიანშიც ჩატარდა გეგმიური მონიტორინგი. შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი – სასტუმროს სტატუსით იყვნენ თუ საცხოვრისით. არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან, მით უმეტეს ჯარიმაზე საუბარი არ ყოფილა. დადგენილების მიხედვით, აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება. არ ყოფილა კერძო აპარტამენტებზე ზემოქმედება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არც ერთი ჯარიმა არ არის დაწერილი. არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი”. – თქვა ფერაძემ.