ბაღდათის საკრებულო “ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა დატოვა

ბაღდათის საკრებული ფრაქცია ქართული ოცნების სამმა წევრმა – გაბრიელ ღიბრაძემ, ზაზა ზივზიმაძემ და დიომიდე კიკნაველიძემ დატოვეს. მათ ეს ინფორმაცია მთავარ არხს დაუდასტურეს.

გაბრიელ ღიბრაძე მთავართან საუბრისას ამბობს, რომ მათ პარტიაც დატოვეს.

“ერთობლივად გადავწყვიტეთ, მაჟორიტარები ვართ სამივე. ბევრი რაღაცები ემთხვევა ერთმანეთს, არის ბევრი მიზეზი [დატოვების]”, – თქვა ღიბრაძემ.