ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის კალათბურთელი ელენა ლევჩენკო დააპატიმრეს

მინსკის სასამართლომ კალათბურთელ ელენა ლევჩენკოს „არასანქცირებულ მასობრივ შეკრებებში“ მონაწილეობისვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ Tut.by წერს.

კალათბურთელი, დღეს 30 სექტემბერს საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიემგზავრებოდა, რა დროსაც მინსკის აეროპორტში დააკავეს. მტკიცებულების სახით, სასამართლოში მისი Instagram-დან ფოტოები წარადგინეს, რომლებიც 23 აგვისტოსა და 27 სექტემბერს არის გადაღებული. სპორტსმენმა განაცხადა რომ არ ახსოვს აღნიშნულ დღეებში სად იმყოფებოდა. „მე ქუჩაში ვსეირნობდი“, – განაცხადა ელენა ლევჩენკომ.