ბელარუსში ჰაკერებმა სახელისუფლებო მედია დაჰაკეს და ეთერში პოლიციის ძალადობის კადრები გაუშვეს (ვიდეო)

ბელარუსში სახელისუფლებო არხები, Беларусь 1-ი და ОНТ-ი დაჰაკეს და პირდაპირ ეთერში გაუშვეს ვიდეო კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ სცემს და არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს. ამის შესახებ ინფორმაციას  ადგილობრივი  ოპოზიციური გამოცემა ავრცელებს.

ტელეგრამარხზე “კიბერპარტიზანების” პოსტი გამოჩნდა, წარწერით:”თუ ბელტელე რადიოკომპანიას არ სურს ხალხს სიმართლე აჩვენოს, ამას ჩვენ გავაკეთებთ”

 

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაარბიეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.