ბრწყინვალე ინიციატივაა, დავესწრები – ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრაზე

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოუწოდა, მოლაპარაკების პროცესი ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეს და მათ შორის დღეს საღამოს დიალოგი შედგეს. ამ ინიციატივას პრემიერი ღარიბაშვილი გამოემხმაურა და შეხვედრაზე დასწრების მზადყოფნა გამოთქვა.

“მე მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას… აქვე მინდა დავადასტურო, რომ მე ვარ მზად, რომ ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის”,– უპასუხა შარლ მიშელს ღარიბაშვილმა.

უცნობია, სად და რომელ საათზე გაიმართება შეხვედრა. ოპოზიცია ინიციატივას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.