“არა ტყუილი რა შუაშია კაცო, ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით, რაღაც თქვას. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. შეიძლება ადამიანი რომ საუბრობს, რაღაც ან ისე თქვას, ან ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რა იყო ფაქტი. ფაქტი არის ის რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. […]

საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან”

განაცხადა, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე.