გარდაიცვალა როკ ენ როლის მეფე, ლითლ რიჩარდი

გარდაიცვალა როკ ენ როლის ერთ–ერთი პიონერი და დამფუძნებელი მამა, ლითლ რიჩარდი, რომელიც ათწლეულების მანძილზე მსმენელს მისი ფალცეტით, ფორტეპიანოზე ენერგიული დაკვრით და კაშკაშა სასცენო იმიჯით ატყვევებდა.

ცნობილი მუსიკოსი დღეს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილი მედიას მისმა შვილმა, დანი პენიმანმა დაუდასტურა და თქვა, რომ მიზეზი უცნობია.

ლითლ რიჩარდი, რომლის ნამდვილი სახელი რიჩარდ უეინ პენიმანი იყო, პოპლარული 1956 წელს გახდა სიმღერით Tutti Frutti, რომელსაც მოჰყვა არაერთი ჰიტი, რომლებიც როკ ენ როლის ისტორიაში შევიდა.

ლითლ რიჩარდი 12 შვილიან ოჯახში დაიბადა და მისი თქმით, სიმღერა იმის გამო დაიწყო, რომ და–ძმებისგან რამით გამორჩეული ყოფილიყო.

მისმა მანერამ დიდი გავლენა იქონია ბევრ მუსიკოსზე, მათ შორის ბითლზზე და ელტონ ჯონზე.