გაუქმდა STOP COVID აპლიკაცია, რომელშიც ბიუჯეტიდან 412 ათასი ლარი დაიხარჯა

STOP COVID აპლიკაცია, რომელშიც ბიუჯეტიდან 412 116 ლარი დაიხარჯა, გაუქმდა.

“აპლიკაცია STOP COVID აპლიკაციის სარგებლობის ვადა დასრულდა 2021 წლის 20 იანვარს და მოხდა მისი დეაქტივაცია, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება. სამინისტრომ ვეღარ დაინახა საჭიროება და აღარ არის დროებით ეს STOP COVID-ის აპლიკაცია”, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო on.ge–სთან საუბრისას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შექმნილი მობილური აპლიკაცია Stop Covid 16 აპრილს ამოქმედდა.