გვაჩერებს პატრული, თქვენი სახელიო, ლიკა მელია თქო, წავიდა ეძებს… – ელენე ხოშტარია

“გვაჩერებს პატრული, თქვენი სახელიო, ლიკა მელია თქო, წავიდა ეძებს…”- პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„გამოვედი მელიას ოფისიდან, გვაჩერებს პატრული, თქვენი სახელიო, ლიკა მელია თქო და წავიდა ეძებს… Nika Melia.

გავიდა, დარეკა, გადმორეკა, გადარეკა, ალბათ იკითხა მხოლოდ ერთ ასოშია განსხვავება და ეს ხო არ დავაკავოთო და მერე მოვიდა ნახვამდისო” – წერს ხოშტარია.