“ოპოზიციის წარმომადგენლების სიტყვას როგორ შეიძლება ვინმე ენდოს. მთელი 7 თვის განმავლობაში ეს ადამიანები პარლამენტის გარშემო ტრიალებდნენ და არ შემოდიოდნენ. ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ იმდენად პრინციპულები იყვნენ და არ მოახდენდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, თუმცა შემოვიდნენ კიდეც, მოუწიათ შემოსვლა და ახლაც თუ გავლენ ისევ შემოვლენ.

ასე რომ, ეს მათ იფიქრონ, თუ კი მათ სურთ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების უარის თქმა ერთი დათქმით, რომ თუ გავლენ, ხელფასის მიღებაზე უარი თქვან და როდესაც შემოვლენ, შემდეგ აღუდგეთ ხელფასი. თუ აპირებენ გავიდნენ, გზა ფართოა, მაგრამ მაინც მოუწევთ შემოსვლა”

განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე, რომ თუ ქართული ოცნება მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.