გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა სოციალურ ქსელში ვრცელდება (ვიდეო)

სოციალურ ქსელშივრცელდება ვიდეო, სადაც გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად სიმღერას ასრულებს. ოჯახის ახლობლები და მეგობრები 19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს,  და მასთან გადაღებული ვიდეოების გახსენებით ემშვიდობებიან.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა და მის სამძრებრო სამუშაოებში 70 მაშველი მონაწილეობდა.  პროცესში ჩართულები იყვენენ მყვინთავები, მიმდინარეობდა ფსკერის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგიც.

მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში 22 ივნისს იპოვეს.  გიორგი შაქარაშვილი დღეს დაკრძალეს. ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგაც, ოჯახსა და საზოგადოებას ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა მოხდა მცხეთაში, საბედისწერო ღამეს.