გირაოს გადახდა კი არაა მთავარი, მთავარია ვინ გადაიხადა – ოქრიაშვილი

“გირაოს გადახდა კი არაა მთავარი, მთავარია ვინ გადაიხადა”- ასე ეხმაურება, პარტია, ”პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი, კახა ოქრიაშვილი, ევროკავშირის მიერ ენმ-ის თავჯდომარის, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას.

“ის კი არ არის მთავარი, გირაო გადახდილი იქნა თუ არ იქნა გირაო გადახდილი, ვინ გადაიხადა გირაო, ეგაა მთავარი. ევროკავშირმა გადაიხადა გირაო. ეს რას ნიშნავს? ადამიანს, რომელსაც ედავებიან სახელმწიფო გადატრიალებას, ევროკავშირი უხდის გირაოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს”, – განაცხადა ოქრიაშვილმა ფორმუალსთან.