გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

პარტია “თავისუფალი საქართველოს”  თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

საავადმყოფოს კონსოლიუმმა გადაწყვიტა, რომ მას ჯერჯერობით ოპერაცია არ ჩაუტარონ.

“დღეს შედგა კონსილიუმი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჯერჯერობით თავს ვიკავებთ მწვავე ფაზაში ოპერაციული ჩარევისგან. ერთ კვირაში გადაწყდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა, თუმცაღა ვიცით, რომ ოპერაცია აუცილებელი იქნება”, – ამბობს კარდიოქირურგი ლევან ქარიზანაშვილი.

ცნობისთვის, გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს.