გორთან ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედიით დასტრულდა ავტოავარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე. გორთან, სამარშუტო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა 4 ადამიანი, 5 კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფოს ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.