დადებითობის მაჩვენებელი 1.94%-ია, თუ გადაცდება 2%-ს, მოგვიწევს შეზღუდვებზე ფიქრი – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ კორონავირუსის შემთხვევები ზრდა გაგრძელდება, შეზღუდვების დაწესება მოუწევთ.

“ჯერჯერობით ვსაუბრობთ დაწესებული ზომების აღსრულების გამკაცრებაზე, მაგრამ თუ მატების ტენდენცია გაგრძელდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, საზოგადოება რამდენად დაიცავს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს”,- თქვა მან ბრიფგინზე.

მისივე განმარტებით, დადებითობის მაჩვენებელი ახლა 1.94%-ია და ის თუ 2%-ს გადაცდება, მოუწევთ შემზღუდავ ღონისძიებებზე ფიქრი. გაბუნია აღნიშნავს, რომ 5%-ს ვერ დაელოდებიან, რადგან ეს უკვე საგანგაშო მაჩვენებელია.