დაზარალებულის სტატუსი მორალური ზიანის გამო მომანიჭეს – ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე

დღეს გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაკითხვაზე დაიბარა და სოციალური შეუმოწმა. მისი თქმით, დაზარალებულის სტატუსი მორალური ზიანის გამო მიანიჭა.

“გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად. ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები”- თქვა ბრეგვაძემ.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე ღამის საათებში ჩატარდება.

“ჩვენ გვინდა მივიღოთ მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში იმ დროს, რა დროსაც ეს მოქმედებები ხდებოდა. ჩვენი მოთხოვნა იყო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო ღამის საათებში და ამაზე თანხმობა მივიღეთ და დამატებით შეგვატყობინებენ ამაზე” – განაცხადა ირმა ჭკადუაამ.