დარწმუნდებოდა, როდესაც ჩემი “ხოტორა თავი” ორად გაიყოფოდა – მელია მდინარაძეს

ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ოცნების ლიდერის, მამუკა მზინარაძეს პასუხობს. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე მაშინ დარწმუნდებოდა, რომ ქვები ნამდვილად დაუშინეს, როდესაც მისი “ხოტორა თავი” ორად, ან ოთხად გაიყოფოდა.

“ნუთუ შემთხვევითი არის ის, რაც მოხდა გლდანულაში რამდენიმე დღის წინ; რაც მოხდა ერთი კვირის წინ საბურთალოს ერთ-ერთ მთავარ გამზირზე, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრს ნიღბებით დახვდნენ; როდესაც ქვები ესროლეს ლევან ხაბეიშვილის შტაბს და დაარბიეს. ვერცერთი ეს ფაქტი ვერ იქნა გამოძიებული”, — ამბობზ მელია ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს, ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს, რაზეც მდინარაძემ განაცხადა, რომ “კარგი გამოსაძიებელია” ნიკა მელიას საერთოდ ესროლეს თუ არა ქვები.