ევროკავშირის გირაოს მიღება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს – ხვიჩია ნიკა მელიაზე

“ევროკავშირის გირაოს მიღება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს”-ასე გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, ევროკავშირის მიერ ენმ-ის თავჯდომარისთვის გირაოს გადახდას.

”გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მხრიდან ამ პირობების მიღება, ევროკავშირის გირაოს გადახდის მიღება თავისთავად ნიშნავს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას. მე ასე მგონია. ძალიან რთულად წამომიდგენია, რომ ადამიანი ციხიდან გათავისუფლდეს ამ დოკუმენტის შესაბამისად და შემდეგ მისი ნაწილი არ იყოს. მგონია, რომ არა მხოლოდ უნდა გამოვითხოვოთ, ნიკა მელიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ამნისტიის დოკუმენტის შემუშავებაში ისე, რომ ჩვენ მოვახერხოთ შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად რეალიზება. უნდა ვიპოვოთ ის წერტილი, სადაც კონსენსუსს მივაღწევთ და ვიტყვით, რომ აი, ეს მუხლი შესრულდა”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.