ენმ-ს წევრები თავს დაესხნენ ჩვენი გუნდის წევრებს – მამუკა მდინარაძე ბოლნისზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი,  მამუკა მდინარაძე  აცხადებს, რომ   გუშინ, 27 სექტემბერს ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები” “ქართული ოცნების” შტაბის წევრებს დაესნენ თავს. მდინარაძის განცხადებით, კონფლიქტი მათი შტაბის წინ მოხდა და დაზარალებულებიც მათი მხარდამჭერები არიან.

„გუშინ, ნახიბულას საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს, მათი პარტიული აქტივის მოქმედებები პროვოკაციისკენ იყო მიმართული, შემდეგ „ჩაიხანაში“ მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა- შემოხლასაც ჰქონდა ადგილი.

კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი, ქართული ოცნების შტაბის მიმდებარე ტერიოტრიაზე მოხდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს. რის შემდეგადაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. ამის შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. “, – განაცხადა მდინარაძემ.