ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, საკუთარ სახლთან, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ლაშა ცუცქირიძის და, თეონა ცუცქირიძე აცხადებს. მისი განცხადებით თავს ნიღბიანი პირები თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე დაესხნენ.

ლაშა ცუცქირიძეს თავი გატეხილი აქვს  და ტუჩი გახეთქილი. ამჟამად ცუცქირიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თეონა ცუცქირიძე ავრცელებს ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, რომ ლაშა ცუცქირიძე დაშავებულია.