ეს საერთო გამარჯვებაა! – გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

“დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!

დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!”,– წერს გახარია.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.