ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

გაუქმდეს კომენდანტის საათი” – ამ სახელწოდებით პეტიცია შეიქმნა და ავტორები 1 მარტიდან გაუქმდეს კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ.

“საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული უფლება. დღეს, როდესაც 3 თვიანი ლოდინის შემდეგ კვლავ ბუნდოვანი რჩება, როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ზოგადად მისი დაწესება/მოხსნის საკითხი, ამ შეზღუდვის არ მოხსნა აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ მისი გამოყენება არ ხდება ეპიდემიოლოგიური მოტივით.

მაშინ, როდესაც კომენდანტის საათის გამო მოხდა უამრავი ავარია და დაზიანდნენ ჯანმრთელი ადამიანები, შეზღუდული დროის გამო გადავსებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, ასი-ათასობით ჯანმრთელი ადამიანი გამოკეტილია სახლში და ზიანდება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა. კომენდანტის საათის, როგორც შეზღუდვის რაიმე ფორმით დატოვება არის კატეგორიულად მუღებელი”,წერია პეტიციაში.

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება.