ვანო მერაბიშვილი პარტიულად “ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობის” იქნება.

„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის” საქმეა. ჩვენ მეგობრები ვართ 98 წლიდან, მეგობრობა აბსოლუტურად სხვა რაღაცაა. საიდუმლო გავეცი? არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, ყოველ შემთხვევაში, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ისედაც ცხადი იყო“, – განაცხადა უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი”.

ამ დრომდე არ იყო ცნობილი, რომელ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდებოდა ვანო მერაბიშვილი. მან საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა.