ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია (ვიდეო)

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი შერეულ ბაზრობაზე ჯიხურებს გაუჩნდა. ადგილზე 13 სამაშველო ჯგუფი მუშაობს და დამატებითი ძალები გზაში არიან.