ვინც კოვიდინფექცია დაამარცხა, ჩააბარონ პლაზმა, ამით სხვის სიცოცხლეს გადაარჩენ – თენგიზ ცერცვაძე

“ვინც კოვიდინფექცია დაამარცხა, ჩააბარონ პლაზმა, ამით სხვის სიცოცხლეს გადაარჩენ ვინც კოვიდინფექცია დაამარცხა, ჩააბარონ პლაზმა, ამით სხვის სიცოცხლეს გადაარჩენ “- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.

“სამწუხაროდ, ჩვენ გვეკითხებიან ჟურნალისტები და პაციენტები, თუ ასეთი კარგია, რატომ არ იყენებთო. იმიტომ, რომ დონორები არ გვყავს, არ მოდიან. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც გადაიტანა და ახლა გამოჯანმრთელებულია, მოგვმართონ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს ან მიმართონ იმ დაწესებულებას, სადაც იმკურნალეს, და ჩააბარონ პლაზმა. ამით ისინი გააკეთებენ უდიდეს სიკეთეს და გადაარჩენენ სხვის სიცოცხლეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.