“ვიქნები პრემიერმინისტრი მაქსიმუმ 2 წელი” – მიხეილ სააკაშვილი

“მინდა, გითხრათ რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი” – საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა  მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

“„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი იმისა, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.