ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

“ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ” – NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს სამიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთი მეზობლების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში ახორციელებს.

“ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. აგრესიულ ქმედებებში ვგულისხმობ კიბერთავდასხმებსაც, მოწამვლის ფაქტებს NATO-ს წევრების წინააღმდეგ და ეს არის ის, რამაც რუსეთსა და NAT0-ს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.