ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ – კარლ ჰარცელი

“ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ”- ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს.

“ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს, ვფიქრობ, შეიძლება შეთანხმების მიღწევა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანას შეუძლია ამ კრიზისიდან გამოსვლა და დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. ჩვენ ვართ ფასილიტატორები ამ პროცესში და ჩვენ ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები. მომდევნო დღეების ეს შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა დავინახოთ, რა პოზიციები აქვს ოპოზიციას”, – განაცხადა  კარლ ჰარცელმა.