თავდამსხმელები დღეს ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო – ვოლსკი სანაიაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახო სანაიაზე თავდასხმას ოპოზიციური მედიის კრიტიკით პასუხობს.

“[ოპოზიციური მედიების] კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და უარს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის, როგორიც თქვენ ხართ. მაგრამ თქვენი კრიტიკა უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ადამიანური დამოკიდებულებიდან დაწყებული დამთავრებული საქმიანი დამოკიდებულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვინც თავს დაესხმება თქვენ ან ჩვენ წარმომადგენლებს, თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან ვამბობ, არის სწორედაც ის, რაც დისკრედიტაციას უკეთებს პოლიტიკურ პარტიას”,- ამბობს ვოლსკი.

მისივე განცხადებით, ოცნების მხარდამჭერები თავს არავის უნდა დაესხან.

“თავდამსხმელები, აგრესორები დღესდღეობით ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო. ვისაც ჩვენს მიმართ აქვთ გარკვეული მხარდაჭერა, იმან რასაკვირველია, არ უნდა გააკეთოს თავდასხმა ან რაიმე აგრესული მოქმედებებით შეურაცხყოს ჩვენი პოლიტიკური პრინციპები და პოზიცია, საუბარშიც კი უნდა იყოს გაცილებით თავშეკავებული, ვიდრე თქვენი პოლიტიკური წარმომადგენლები არიან ამ პოლიტიკურ ასპარეზზე”,- ამბობს გია ვოლსკი.

ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. სანაიას თქმით, დაზიანებები აქვს თავზე, ხელზე და ფეხები, ასევე, თავდამსხმელებმა დაარტყეს მის რძალსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი