თავდამსხმელის 3 მძევალს შორის ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსია

ზუგდიდში, თავდამსხმელმა სამი მძევალი დაიტოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მძევლებიდან ერთერთი სავარაუდოდ სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავაა, რომელიც თავდამსხმელმა ხელშეკრული გაიყვანა.

სამხარეო პოლიციის უფროსი იყო მომლაპარაკებელი, რომელიც თავდამსხმელს ეკონტაქტებოდა. სწორედ მან მიუტანა მოთხოვნილი ფულიც.

ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.